მინეაპოლისში მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

მინეაპოლისში მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ყოფილი ოფიცერი დააკავეს.

დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ.

პროკურორ მაიკლ ფრიმანის განცხადებით, დერეკ შოვენს ბრალი წაუყენეს მესამე ხარისხის მკვლელობასა და ჯორჯ ფლოიდის არაგანზრახ მკვლელობაში.

ჯორჯ ფლოიდისამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მინეაპოლისში მასობრივი არეულობები მოჰყვა.