გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 10.5%-ით შემცირდა

გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 10.5%-ით შემცირდა

ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა. 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე, 2-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით წელს, გაიზარდა პენსია. პირველი ივლისიდან, მიუხედავად კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება.

ჩემთვის ამ თემებზე საუბარი უკიდურესად მძიმეა მარტივი მიზეზის გამო: რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისზე ბევრად ნაკლებია. კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველღიური მძიმე ცხოვრება, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა მოქალაქეებისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.