ფრთხილად იყავით: ხვალ ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ფრთხილად იყავით: ხვალ ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ხვალ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყერულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.