„გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ“ - გიორგი გახარია ოპოზიციას

„გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ“ - გიორგი გახარია ოპოზიციას

ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე , - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა. ამით გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეკითხვას უპასუხა ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს "წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა."

“25 მილიონით ხარჯები გაიზარდა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე - საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ, იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ“ , - მიმართა გახარიამ ოპოზიციას.