ავსტრიის პრეზიდენტი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ბოდიშს იხდის

ავსტრიის პრეზიდენტი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ბოდიშს იხდის

ავსტრიის პრეზიდენტი, 76 წლის ალექსანდერ ვან დერ ბელენი ბოდიშს იხდის კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. ამის შესახებ BBC წერს.

„გულწრფელად ვწუხვარ. ეს შეცდომა იყო. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად გავედი გარეთ, ორ მეგობართან და მეუღლესთან ერთად. საუბრისას დროის კონტროლი დავკარგეთ“, - წერს პრეზიდენტი თწიტტერ-ის გვერდზე.

24 მაისს, ავსტრიის პოლიციამ, რეგულარული შემოწმების დროს, ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ერთ-ერთ რესტორანში დაშვებული დროის შემდეგ დააფიქსირა. ინციდენტი 00:00 საათის შემდეგ მოხდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ავსტრიაში რესტორნები, ბარები და კაფეები ყველაზე გვიან 23:00 საათზე იკეტება. მომხმარებლებს მაგიდებთან ჯდომის უფლება აქვთ, თუმცა ოფიციანტებს მათი მომსახურება ეკრძალებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.