გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისამდე საქართველოში წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.