საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი:  საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა,  სამაგალითოა და დასაფასებელი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი: საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა,  სამაგალითოა და დასაფასებელი

წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი კეთილდღეობისა და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა. საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი,”- აღნიშნულია წერილში.

წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.

trampi ასეა .... აბააა......ქართველების მუშაობის ავ-კარგიანობაც კი უცხოელებმა უნდა შეგვიფასონ, ჩვენ თურმე ვერა ვხედავთ და ვერ ვაფასებთ ესენი ვინც
არიან(იმათ დაკრულზე მოსიარულე დებილები.......იმიტომაც მოსწონთ ესენი)
ისე კი ესენი სინამდვილეში 26 მაისის პარადს კი არა, ვარდების რევოლუციის პარადს უნდა ატარებდნენ. მეორედ გასაბჭოების ათვლის წერტილი სწორედ იქიდანააა, იქიდან ....... ზუსტად მას მერე შემოგვესივნენ მასიურად ,,ჭილყვავებიც და კოლორადოს ხოჭოებიც,
ამ 26 მაისის პარადს კიდე თუ ამატ ოდნავ სირცხვილის გრძნობა მაინც ააქვთ თავი დაანებონ.... არააა ეგ ჩვენი დამოუკიდებლობის პარადი, არა......
3 წლის უკან