მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრის განცხადებაზე:  ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა!

მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრის განცხადებაზე:  ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა!

ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! - ასე პასუხობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებული ყველა მონაცემი არის სწორი და რეალურად, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს.

„ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი არ არის. დაავადებული პაციენტების რაოდენობა, დღეს რაც გვყავს, ის არის - 728 პაციენტი და ვისაც ეჭვი ეპარება, რა ვიცი... ჩემს აზრებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აი, აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.