რა მინიშნება გააკეთა გამყრელიძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე -

რა მინიშნება გააკეთა გამყრელიძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე - "არა მგონია, რომ დიდხანს გაგრძელდეს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტა, თუ რა შემთხვევაში ამოქმედდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მისი შეფასებით, ქვეყანაში დროულმა გადაადგილების შეზღუდვამ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება შეაკავა.

"მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, სჯობს, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არა მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა "კურიერში" ამირან გამყრელიძემ.