უკრაინა რუსეთის მიერ ინიცირებულ გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინა რუსეთის მიერ ინიცირებულ გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის მიერ ინიცირებული გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციის მუშაობაში, რომლის თემაც ყირიმის საკითხებია, - ამის შესახებ Украинская правда წერს.

„უკრაინა ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსეთს სურს საკუთარი „სიმართლე“ ილაპარაკოს ობიექტური რეალობის მაგივრად და ეს გააკეთოს იმ ფონზე, როცა კვლავ აქტიურად ბლოკავს საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას ნახევარკუნძულზე, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის წარმომადგენლების მუშაობასაც“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ეკატერინე ზელენკომ.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ 21 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციის ორგანიზებას ყირიმის საკითხებთან დაკავშირებით.