კადიროვი მოსკოვში გადააფრინეს – სავარაუდოდ მას კორონავირუსი აქვს

კადიროვი მოსკოვში გადააფრინეს – სავარაუდოდ მას კორონავირუსი აქვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. ამის შესახებ ინფორმაციას ააგენტო Interfax-ი ​ ავრცელებს.

„სავარაუდოდ, რამზან კადიროვი კორონავირუსით დაინფიცირდა. იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის“, – წერს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, კადიროვი გროზნოდან მოსკოვში ჩარტერული რეისით გადაიყვანეს.