საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „აჭარის ტელევიზიაზე“ სტუმრობისას ნაციონალური მოძრაობა რუსეთის ინტერესების განხორციელებაში დაადანაშაულა.
ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დეპუტატმა განაცხადა, რომ მისი კონკურენტები რუსეთს ხელს უწყობდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.
„რუსეთს არ სჭირდება ბევრი ფულის ხარჯვა. შეიძლება ვიღაცას აფინანსებს კიდეც მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს. მე არ მგონია, რომ ნინო ბურჯანაძე ან ირმა ინაშვილი უფრო პრორუსულები არიან, ვიდრე ის პარტიები, რომლებიც სწორედ რუსულ თამაშს თამაშობდნენ 2008 წლის დადგომამდე და რუსეთს ხელს უწყობდნენ ოკუპაცია მოეხდინა. ისინი დღესაც ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესს, რომ ყოველგვარი ზედმეტი რესურსების დახარჯვის გარეშე საქართველოში იყოს მუდმივი დესტაბილიზაცია. თავისი საქმით, ნაციონალური მოძრაობა და მთლიანად მისი კლასტერისაკმაოდ სერიოზულად ასრულებს რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.