„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, ყველა ადამიანი პირველობისთვის უნდა მიისწრაფოდეს, ამიტომ კობახიძის სიტყვები მან კომპლიმენტად აღიქვა.
„მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, მაგრამ რადგან ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა მას. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, სჯობს, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო, ასე რომ მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.
ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას „ნომერ პირველი გოიმი“ უწოდა.