ქვლივიძის N27-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ქვლივიძის N27-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ქვლივიძის ქ. N27-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც 85, 975 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიმდინარეობას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე 6 ოჯახი ცხოვრობს.