ტარტ ტატენი არაჟნიანი ცომით

ტარტ ტატენი არაჟნიანი ცომით

ინგრედიენტები

ფხვიერი ცომი:

კარაქი - 150 გ

არაჟანი - 50 გ

ფქვილი - 200 გ

შაქარი - 100 გ

მარილი

ტოპინგი:

მჟავე ვაშლი - 5-6 ცალი

შაქარი - 200 გ

კარაქი - 150 გ

მომზადების წესები

ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.

5-6 მჟავე ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ გული და დავაწყოთ ტაფაზე (რომელიც შემდეგ ღუმელში

უნდა შევდგათ), ზემოდან მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ ვაშლი ოქროსფერს მიიღებს. გავაბრტყელოთ ცომი და გადავაფაროთ დაკარამელებულ ვაშლს, გვერდები ჩავუკეცოთ.

შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20-30 წთ. ნამცხვარი გამოვიღოთ, 5 წთ., შევაგრილოთ, ზემოდან დავადოთ გაშლილი თეფში და ამოვატრიალოთ.