ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოპოზიციას: ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არავინ იტყუება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოპოზიციას: ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არავინ იტყუება

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

გიორგი კაკაურიძემ ეკონომიკური პაკეტის პრინციპი განმარტა და განაცხადა, რომ ეს საარჩევნო ციკლთან კავშირში არ არის.

მანამდე, თინა ბოკუჩავამ საგადასახადო კოდექსში ცვლილების ფარგლებში შეღავათები საარჩევნო კალენდარს დაუკავშირა.

მან მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდა, დაასახელონ კონკრეტული მაგალითები და არგუმეტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიაჩნიათ საჭიროდ, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე დაწესდეს აღნიშნული შეღავათები.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება, შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდრული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

ასევე, 2020 წლის პირველი მარტიდან 6 კალენდრული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.