სალომე სამადაშვილის თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს

სალომე სამადაშვილის თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაფიქსირებული იყო კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მოთხოვნა, მათ შორის, გიორგი რურუას შესახებ, ამიტომ სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპყრობილიდან, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ვერ მოხდება. რაც უფრო სწრაფად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ მოხსნას წნეხი სასამართლოზე და მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და ქვეყანა არ შევიდეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში",- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.