არჩილ თალაკვაძე: ჩვენი დაპირება უცვლელია, ყველაფერს გავაკეთებთ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი დაპირება უცვლელია, ყველაფერს გავაკეთებთ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის

ჩვენი, როგორც სახელისუფლეფო გუნდისა და როგორც პარლამენტის დაპირება, რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება; ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერ იმისთვის, რომ მივიღოთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და ჩვატაროთ დემოკრატიული არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ესაა ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ახლა ჩვენ, ყველას ერთად, როგორც ხელისუფლებას, ასევე - ოპოზიციას გვაქვს. იმედი მაქვს, რომ სამუშაო პროცესი კონსტრუქციულად წარიმართება და ყველას მოგიწოდებთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ სამუშაო პროცესში და მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.