მოხსნილი და შერბილებული შეზღუდვების ფონზე შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ შემთხვევების არ მოიმატებს. შეიძლება გვქონდეს იმედი, მაგრამ გარანტია არა. ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის, მაგალითად საფრანგეთში სკოლები გაიხსნა და მალე ისევ დაიხურა იმიტომ, რომ დაიწყო მატება - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ეს ყველაფერი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია საზოგადოების შეგნება, როგორ მოიქცევა საზოგადოება. იქ სადაც გაილაღებენ, რომ მოიხსნა შეზღუდვები და ზოგიერთი ხაზს გაუსვამს, რომ მოდი მე წავალ ხალხმრავალ შეკრებაზე, არ დავიცავ სოციალურ დისტანცირებას, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, იქ შებრუნდება ისევ ინფექცია და მერე ხელახლა მოუწევს იმ გზის გავლა, რაც გაიარა. იქ, სადაც შეინარჩუნებს მაღალ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივს და ჩათვლის, რომ ეს არ არის ვიღაცის გამოგონილი, ეს არ არის ვიღაცის ჯიბრზე შექმნილი, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რომ ოპოზიცია-პოზიციამ ერთმანეთს ნიშანი მოუგონ. არც იმაზეა დამოკიდებული, რომ ვიღაც შენზე ძლიერი რაღაცას ზღუდავს, გიკრძალავს და შენ უნდა შეებრძოლო. თვითდამკვიდრებად მიაჩნია ზოგიერთს თუ არ შეასრულებს წესებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.