ბრაზილიაში კორონავირუსის თითქმის 20 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის თითქმის 20 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 19 951 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღიური მაჩვენებლის რეკორდია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 888 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 18 859-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში 291 579 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 106 794 უკვე გამოჯანმრთელდა.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსს „უბრალო გრიპს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ვირუსზე მეტად ქვეყანას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები აზარალებს.