შორენა სიხარულიძე: “.. და დღეს, ამ რეჟიმის გურუები მორალს გვიკითხავენ! მთელი ქვეყანა შარვალ-კოსტუმივით მოირგეს და თავზე გადაგვაფხრიწეს ადამიანის უფლებებიც და თავისუფლებებიც!

შორენა სიხარულიძე: “.. და დღეს, ამ რეჟიმის გურუები მორალს გვიკითხავენ! მთელი ქვეყანა შარვალ-კოსტუმივით მოირგეს და თავზე გადაგვაფხრიწეს ადამიანის უფლებებიც და თავისუფლებებიც!

ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მუხროვანის ამბოხს" იხსენებენ დღეს და ნაცფაშისტების მიერ, მუხანათურად, არაკაცურად მოკლულ გია კრიალაშვილს,(ნათელი და სანთელი მის სულს!!!) სასიკვდილოდ გამეტებულ კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს Levan Amiridze (დღეგრძელობა მათ!) გამახსენდა სახლიდან, ტურების მიერ, მოტყუებით გამოყვანილ გენერალი კობა კობალაძე, რომელსაც არარსებული ამბოხის ორგანიზატორობის ბრალდებით, 9 თვე გისოსებს მიღმა გაატარებინეს, სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს კაცი, რომელსაც სამშობლოსათვის ნასროლი უამრავი ტყვიიდან, ერთი ჯერ კიდევ სხეულით დააქვს!.. რამდენი მწარე წუთი გამახსენდა ახლა, ფაშისტური ხელისუფლების წყალობით რომ დაუდგა იმ ბიჭებს, რომელთათვისაც ეს ქვეყანა სულივით ტკბილი, წინაპართა სისხლით და ხორცით გაპოხიერებული მიწაა და არა "ქვა-ღორღი", როგორც ამას მიწაზე მფორთხავი, მხდალი, მაშინდელი "მთავარსარდალი" უწოდებს!..

.. მე ვესწრებოდი "მუხროვანის ამბოხის" ბიჭების სასამართლო პროცესებს, უფრო სწორად კი, აბსურდის თეატრს, რომლის მსგავსს, დარწმუნებული ვარ, ვეღარასოდეს ვნახავ!!! აღარ მოვყვები იმ სამარცხვინო" მოწმეების" ბოდვებს, რომელთა აბსურდულობამაც უცხოელი დამკვირვებლები იმდენად გააკვირვა, გაოცებული მეკითხებოდნენ, დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იმას გვითარგმნით, რასაც ის"მოწმეები"ამბობენო?! ვერაფრით იჯერებდნენ, რომ სამშობლოს ღალატს, ხელისუფლების დამხობას, მსგავს უნიჭო ზღაპრებზე დაყრდნობით აბრალებდნენ გენერალს!..

... აი, ეს იყო ნაცფაშისტური სასამართლო! აი, ასე უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს! ან იმას, ვინც, უბრალოდ, ხოტბას არ ასხამდა და "დაუჯდომელ საგალობელს" არ უკითხავადა სისხლიან რეჟიმს!...

... სათქმელი და გასახსენებელი იმდენი მაქვს იმ ფაშისტური რეჟიმის შემქმნელთა "საქმენი საგმირონიაზე", ვერც ერთი პოსტი და ვერც ტომეულები დაიტევს! პატიმართა ოჯახის გამწარებულ წევრებზე, ბავშვობა წართმეულ შვილებსა და სიბერეგამწარებულ მშობლებზე აღარაფერს ვიტყვი!... ყველამ იცის... ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე...

.. და დღეს, ამ რეჟიმის გურუები მორალს გვიკითხავენ! მთელი ქვეყანა შარვალ-კოსტუმივით მოირგეს და თავზე გადაგვაფხრიწეს ადამიანის უფლებებიც და თავისუფლებებიც! კონსტიტუციაც, მორალიც და ზნეობაც, გადახრეს და შეჭამეს ამ ქვეყნის მოქალაქეთა ლუკმა და თავს პოლიტპატიმრებად ასაღებენ!!! თითს გვიქნევენ, გვემუქრებიან.. რაც სისხლი დარჩათ დაულეველი, ისიც უნდათ, ამოგვწოვონ...

... ცა და მიწა რომ შეერთდეს, თქვენს მობრუნებას არ დაუშვებს ერის ჯანსაღი ნაწილი_პირველ ყოვლისა კი ისინი, ვისაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეთ... ვისაც საყვარელი ადამიანები უმოწყალოდ ჩაუხოცეთ, ან ცოცხლად დაუმარხეთ!

P.S. სხვათა შორის, გენერალმა კობალაძემ სასამართლო ყველა ინსტანციაში მოიგო! სტრასბურგში კი მხოლოდ იმიტომ არ წავიდა, რომ ფრაზა "კობა კობალაძე საქართველოს წინააღმდეგ" მისთვის, კაცისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი იყო!!! "ეს, ისე, უბრალოდ"

trampi კობა კობალაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო სამაჩაბლოში რომ 92-93 წლებში იბრძოდა ....
საქართველოს ერთგული კაცია ....
4 წლის უკან