ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ბოროტი სულია ჩაბუდებული 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ბოროტი სულია ჩაბუდებული 

„მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული" - ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემაში "პოლიტიკური ინტერვიუ" ოპოზიციის შესახებ საუბრისას.

შალვა რამიშვილის რეპლიკას, რომ საქმე-საქმეზე თუ მიდგება, მანიფესტაციაზე, სადაც უნდა დავინახოთ ხალხის ძალა ოპოზიციას ყველაფერი ეფუშება, ირაკლი კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა:

"ამას აქვს ერთი საკვანძო მიზეზი, მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული. როცა ბოროტი განზრახვით მოქმედებ, რაც არ უნდა ტელევიზია გქონდეს, მოპარული ფული და ლეიბორისტული პარტიის ოფისი გქონდეს, ეს არ შველის საქმეს.

ჩვენ ვიცით, რომ და ეს არის კლასიკა, კეთილი იმარჯვებს ბოროტზე. ამ ბოროტისგან ისინი ვერ თავისუფლდებიან, რადგან ის არის ოპოზიციის მრწამსის შემადგენელი ნაწილი".