თეიმურაზ კვირკველია: ასე უდანაშაულოდ გაუსწორდნენ წმინდა ვალერი გელბახიანს, გაუსწორდნენ და პროკურატურის სისტემიდან გააბუნძულეს

თეიმურაზ კვირკველია: ასე უდანაშაულოდ გაუსწორდნენ წმინდა ვალერი გელბახიანს, გაუსწორდნენ და პროკურატურის სისტემიდან გააბუნძულეს

თეიმურაზ კვირკველია სოციალურ ქსელში წერს:

"როცა ეს ყველაფერი მოხდა, 113 მკვლელობა მქონდა გამოძიებული!" ვ. გ.

დოკუმენტები ვალერი გელბახიანის შესახებ

როგორც უკვე იცით, ვალერი გელბახიანმა ვრცელი ინტერვიუ მისცა "ქრონიკა+" ს, რომელშიც სრულიად წინდაუხედავად მაკრიტიკებს. მე ეს ინტერვიუ პატიოსნად დავდე ჩემს გვერდზე. ვფიქრობ, ვისაც ეს სტატია დააინტერესებდა, წაკითხვას შეძლებდა. ახლა, ვიდრე უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს და მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ, მსუბუქად გადავხედოთ გელბახიანთან ინტერვიუს;

იგი ბრძანებს:

1."ვინც ამ საქმეს ნახავს, "ბრალდებაც" წერია - ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე ორი კვირა მქონდა გადაცილებული"

2."პირად საქმეში ჩამიწერეს, მოქალაქეთა განცხადებაზე პასუხის გაცემის დაგვიანებით მოქალაქეთა უფლებები დაარღვიაო".

3.'პროკურორი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელი იყო, უნდა დაესაჯათ, მაგრამ პარტიის ბიუროს სხდომაზე არ მივიდა, მის ნაცვლად მე მივედი და მე დამსაჯეს. ჰოდა, ამას ვედავებოდი, - მე რა შუაში ვარ მეთქი?..."

ასეთ ტექსტებს ისვრის გელბახიანი ინტერვიუში.

ახლა კი წაიკითხეთ დოკუმენტები;

ვალერი გელბახიანი ახალგაზრდობაში განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1981 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა თბილისის ოქტომბრის რაიონის (დღევანდელი ჩურურეთის რაიონი) პროკურატურაში, ჯერ სტაჟიორად, შემდეგ გამომძიებლად. ამ თანამდებობაზე მუშაობის მეექვსე, ანუ 1987 წელს ვალერი გელბახიანი არა მხოლოდ თანამდებობიდან, პროკურატურის სისტემიდანაც კი გააგდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე გელბახიანისთვის ჭკუის სწავლება უცდიათ სასტიკი საყვედურის გამოცხადებით. ეს დოკუმენტი 1986 წლის 18 ოქტომბრითაა დათარიღებული და რუსულ ენაზეა შედგენილი. გაგაცნობთ ამ ბრძანების ჩემეულ ქართულ თარგმანს;

:“1985 წლის 29 ივლისს, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა ვ. ი. გელბახიანმა წარმოებაში მიიღო რა საქმე, გამოიჩინა უპასუხისმგებლობა და 1985 წლის 9 აგვისტოს დაუსაბუთებლად წარმოებით შეაჩერა გამოძიება, ხოლო მისი განახლების შემდგომ დაუშვა გამოძიების უხეშად გაჭიანურება;

კერძოდ: შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება ჩაატარა 1985 წლის 15 ოქტომბერს; ორი თვის შემდეგ დანიშნა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტებს გამოკვლევისათვის დაუსვა მცდარი კითხვები და ა. შ.

1986 წლის 15 იანვარს გამომძიებელმა ვ. ი. გელბახიანმა კომისიური სასამართლო-სამედიცინო კომისიის ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დანაშაული გადააკვალიფიცირა საქართველოს სს კოდექსის 105 მუხლზე, მაგრამ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს არ გაუგზავნა სააღრიცხვო ბარათი, რის გამოც მძიმე დანაშაული ექვსი თვის მანძილზე აღურიცხავი იყო.

ვბრძანებ:

გ. ა. მაისურაძის მკვლელობის უხარისხო და არასრული გამოძიებისათვის, საქმის დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის, მძიმე დანაშაულის აღრიცხვაზე ასაყვანად საქართველოს შ. ს. სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში ბარათის გაუგზავნელობისთვის, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის მესამე კლასის იურისტს, გამომძიებელ ვალერი იაშას ძე გელბახიანს გამოეცხადოს სასტიკი საყვედური.“

ბრძანებას ხელს აწერს ვახტანგ რაზმაძე, საქართველოს პროკურორი.

ახლა კი მეორე საქმე, რისთვისაც გელბახიანი გააძევეს სისტემიდან;

“ბრძანება N56 – L

დასჯის შესახებ

თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა ბ. ი. გელბახიანმა ი. ა. ერემიანის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიებისას დაუშვა სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევევები.

გამომძიებელმა ვ. ი. გელბახიანმა სისხლის სამართლის საქმის წარმოების 180 - ე მუხლის საფუძვლების დარღვევით, არ უზრუნველყო საქმის სრული და ყოველმხრივი გამოძიება და არ გაატარა ღონისძიებები საშიში დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები ს. შ. აკოფოვი, ა. ხ. პოღოსიანი, გ. ა. შამოიანი, რ. გ. კარახანიანი და სხვები თავიანთ განმარტებებში ბოროტ ხულიგნობაში ამხელდნენ ვ. ო. რაშოიანსა და კ. გ. მურადოვს, ვ. ი. გელბახიანმა 1985 წლის 2 დეკემბერს უკანონოდ მიიღო დადგენილება ამ პირთა მიმართ საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ - მათ ქმედებებში დანაშაულის არ არსებობის გამო.

ზემოთხსენებულ პირთა განმარტებებით, დაზარალებულისგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ერემიანს ბოთლი თავში ჩაარტყა ახალგაზრდა კაცმა, ხოლო მ. გ. მარქაროვას განმარტებით - ახალგაზრდა კაცმა, სახელად კოტემ.

მიუხედავად ამისა, ვ. ი. გელბახიანმა არაფერი გააკეთა „კოტეს“ პიროვნების დასადგენად და დაუსაბუთებლად წარმოადგინა ვერსია, თითქოს ერემიანის მკვლელობა ჩაიდინა ო. ა. რაშოიანმა, თუმცა იგი ჩია მოხუცი იყო.

არაობიექტური და ტენდენციური გამოძიების შედეგად საქართველოს სსრ ს. ს. კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად უკანონოდ მიეცა პასუხისგებაში ო. ა. რაშოიანი და 1985 წლის 5 დეკემბერს საქმე გადაიგზავნა ოქტომბრის რაიონის სახალხო სასამართლოში.

სასამართლო განხილვის დროს ს. შ. აკოფოვმა, გ. ა. შამოიანმა, ა. ხ. პოღოსიანმა, რ. გ. კარახანიანმა, მ. გ. მაკაროვამ აჩვენეს, რომ ვ. ა. ერემიანის მკვლელობა ჩაიდინა კ. გ. მურადოვმა, რის გამოც 1986 წლის 17 მარტს საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დაუბრუნდა პროკურატურას.

თბილისის პროკურატურის მიერ ჩატარებული დამატებითი გამოძიებით, კ. გ. მურადოვის დანაშაული ბ. ა. ერემიანის მკვლელობასა და ბოროტ ხულიგნობაში სრულად დადასტურდა. მას ბრალი საქართველოს სსრ სს კოდექსის 105 -ე და 228-ე მუხლებით წარედგინა.

გამოძიებით ასევე დადასტურდა ბ. ო. რაშოიანის მონაწილეობა ბოროტ ხულიგნობაში, ხოლო ო.ა. რაშოიანის მონაწილეობა ბოროტ ხულიგნობასა და დანაშაულის დაფარვაში. მათ ბრალი წარედგინათ 228-ე და 205-ე მუხლებით.

თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებებით 1986 წლის 3 სექტემბრს გასამართლდა კ. გ. მურადოვი. ასევე გასამართლდნენ ო. ბ. და ო. ა. რაშოიანები. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

გამომძიებელ ვ. ი. გელბახიანის მიერ გამოჩენილი უპასუხისმგებლობის და რაიონის პროკურორ ლ. ი. დუღაშვილის მიერ გამოძიებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის არ არსებობის გამო, მძიმე დანაშაულის ჩამდენი, არაერთხელ ნასამართლევი კ. გ. მურადოვი, დროულად არ იქნა მიცემული პასუხისგებაში, რამაც გამოიწვია სხვა პირის დადანაშაულება და სს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება.

გამომდინარე ზემოთქმულიდან ვიხელმძღვანელე რა „სსრკ პროკურორებისა და გამომძიებლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 7-ე პუნქტის 12-ე სტ-ით,

ვბრძანებ:

სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევისათვის, ბ. ა. ერემიანის მკვლელობის არაობიექტური და არასრული გამოძიებისთვის, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, მესამე კლასის იურისტი ვალერი იაშას ძე გელბახიანი განთავისუფლდეს პროკურატურის ორგანოებიდან.“

აი, ამ ბრძანებაზე ამბობდა გელბახიანი, რომ მე უკუღმა ვლაპარაკობდი!

ასე უდანაშაულოდ გაუსწორდნენ წმინდა ვალერი გელბახიანს, გაუსწორდნენ და პროკურატურის სისტემიდან გააბუნძულეს.

თუ თქვენ ჩათვლით, რომ გელბახიანი

გამოძიებისას უბრალოდ შეცდა, მწარედ ტყუვდებით; ერემიანი სადღაც ბნელ მოსახვევში კი არა, ქორწილში, ასეულობით მოწმის თვალწინ მოკლეს; შესაბამისად, ასეთი საქმის გაყალბებასა და სხვისთვის „შეტენვას“ გარდა უსინდისობისა, დიდი სიხარბე და თავხედობაც უნდოდა.

და თქვენ როგორ გგონიათ, „უსამართლოდ ჩაგვრა“ კი არა, ამ ბრძანებით გელბახიანი ზედმეტად მსუბუქად ხომ არაა დასჯილი?

ხო, სხვათა შორის;

გელბახიანს თურმე იმ დროს, მისივე განცხადებით, უკვე 113 მკვლელობის საქმე ჰქონია გამოძიებული.

მარტივი არითმეტიკით დგინდება, რომ ვალერი იაშას ძე ერთი მკვლელობის საქმის გამოძიებას თურმე მხოლოდ 20 დღეს ანდომებდა და შეუსვენებლივ, მეორე დღესვე იწყებდა მკვლელობის ახალი საქმის გამოძიებას.

და ეს არასრული 6 წლის განმავლობაში!

აღარაფერს ვამბობ ოქტომბრის (დღევანდელი ჩურურეთის) რაიონის ასეთ კოშმარულ სტატისტიკაზე კომუნისტების დროს!

ღმერთი, რჯული, არ მინდოდა ასე გამეთახსირებინა ეს დროული კაცი, მაგრამ რომ არ ისვენებს?

რა თქმა უნდა შემიძლია კიდევ უამრავ აბსურდსა და ტყუილზე მიგითითოთ ინტერვიუდან, მაგრამ არ მინდა დაგღალოთ, რადგან ესეც საკმარისია.

ვფიქრობ, გაზეთი "ქრონიკა+" საკუთარი გამოცემისთვის სირცხვილის მოსაწმენდად გადაბეჭდავს ჩემს ამ საპასუხო პოსტს!.

ქალბატონ ელისო კილაძეს კი ვთხოვ, მიშუამდგომლოს გელბახიანთან - ეპოქის უდიდეს იურისტთან - ამარიდოს მასთან დაპირისპირება და სამარცხვინო მარცხი სასამართლო პროცესზე.“

Aburjga Tasmanieli მაგარი იყო ბატონო თემურ, ძალიან მაგარი! მაგრამ რად გინდა, კაცს შუბლის ძარღვი თუ აქვს გაწყვეტილი შემდეგ უკვე ყველაფერი სულერთია! ისე საოცარია ეს ნაძირალა ტიპები როგორ აგნებენ ერთმანეთს, როგორ ქუჩდებიან?!
3 წლის უკან