დავით მარდალეიშვილი: გლობალური კოსმოპოლიტიზმის პირობებში, ჩერჩილის კი არა, რუსთაველის გამონათქვამები აღარ ესადაგება დროს

დავით მარდალეიშვილი: გლობალური კოსმოპოლიტიზმის პირობებში, ჩერჩილის კი არა, რუსთაველის გამონათქვამები აღარ ესადაგება დროს

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

უინსტონ ჩერჩილს უთქვამს, "პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები".

ეს ფრაზა, რომელიც "ტევე-პირველმა", დღეს, 64-ჯერ გაიმეორა, ქართულ პოლიტიკურ სივრცესთან მიმართებაში, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ან მიმდებარე პერიოდში უნდა ეთქვა ბატონ უინსტონს.

ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ ფეთქავდა "პატრიოტიზმი", როგორც იდეა, შესაბამისად, ჩერჩილმაც მუდმივ ინტერესებში, სამშობლოს ინტერესები იგულისხმა და ამდენად, პიტალო სიმართლე გამოუვიდა.

დღეს კი, გლობალური კოსმოპოლიტიზმის პირობებში, ჩერჩილის კი არა, რუსთაველის გამონათქვამები აღარ ესადაგება დროს (ყველა არა, რა თქმა უნდა).

ეს შეუსაბამობა, განსაკუთრებით თვალნათელია ქართულ პოლიტიკაში, სადაც სამშობლოში საკუთარ საძინებელს თვლიან, სამშობლოს ინტერესებად კი, საკუთარ, პირად ინტერესებს.

ამდენად, ჩერჩილს ეს ფრაზა დღეს რომ ეთქვა, დარწმუნებული ვარ, ასე გაიჟღერებდა - "პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი ინტერესები".

ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, ვურჩევდი "ტევე-პირველს", "ტევე-იმედს", "ტევე-სიენენს" და "ტევე-ენიმალ პლანეტსაც" კი, ყოფილი და მითუმეტეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები მაინც გააანალიზეთ, სანამ გაისვრიდეთ, თორემ ასცდება მიზანს და ჩემნაირი კლაოზნიკის ხელში ჩავარდება...

გმადლობთ, ყურადღებისთვის!