„ განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროებაში უწევთ

„ განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროებაში უწევთ"

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები საქართველოში, თუმცა მსგავსი გამოწვევები ყველგანაა იქნება ეს პოლიტიკასთან თუ COVID-19-თან დაკავშირებით, ჩვენთანაც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოში- ამის შესახებ ადამ კინზინგერმა ბრიფინგზე განაცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი ახლა მოახლებული არჩევნებია.

„ვიმედოვნებ, რომ ოქტომბერში საქართველოში მოვახერხებ ჩამოსვლას არჩევნების დამკვირვებლის როლში, ეს დამოკიდებული იქნება ავიამომისვლასა და კონგრესის სამუშაო რეჟიმზე. განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება, რთულ დროებაში უწევთ და სავარაუდოდ ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონება, თუმცა სწორედ ესაა დემოკრატია. მცირედით COVID-19-თან დაკავშირებით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას იმ შედეგებთან გამკლავებაში, რის ნიშნებსაც უკვე ვხედავთ“- აღნიშნა კონგრესმენმა.

მისივე თქმით, ის ელოდება, რომ კონგრესი იმსჯელებს გლობალურ დახმარებაზე და მას სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს და გააორმაგოს გლობალურად ამ საკითხში ჩართულობა და გააძლიეროს წნეხი ჩინეთზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ პანდემიაზე.

„ეკონომიკა მიიღებს ყველაზე დიდ დარტყმას შტატებშიც და საქართველოშიც და ეს ის მომენტია, როდესაც გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხის სახელით. ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მათ მითხრეს ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში და იმედი მაქვს რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში- კელი დეგნანს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მას ძალიან ლამაზი სამუშაო აქვს მინიჭებული“- აცხადებს ადამ კინზინგერი.

ლაზი ამათგან დატუქსვა-შექებაზე აგებული პოლიტიკით იმართება ქვეყანა. ადრეც ასე იყო, ოღონდ მიერთებული ვიყავით. ახლა ცალკე ვართ, რაც ნახევრი ქვეყნის ფასად დაგვიჯდა, მაგრამ მაინც სხვის ჭკუაზე დავდივართ. მთავრობა დღე და ღამ იმაზე ფიქრობს ამათ რა მოეწონებათ. ხალხმა 80%-ით რომ დაუჭიროს მხარი, ამათ თუ არ მოეწონათ, არ აღიარებენ და მორჩა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეხ ... ! ლაზი სამწუხაროდ ნამდვილად მასეა! დემოკრატიის გამო ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ქვეყნის გამთლიანება, ეროვნული სულის და ერთობის აღორძინება კი არ არის, არამედ როგორ აამოს ევროპელ და ოკიანესგაღმელ კოლონიალისტებს, რომ იმ "მამაცხონებულებმა" შენიშვნა არ მისცენ ან სულაც, ხავერდოვანი" სახელმწიფო გადატრიალება არ მოუწყონ! ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ ხელისუფალთ უფრო მეტი სიმტკიცე გამოიჩინონ და ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული გარედან თავსმოხვეულ მანიპულიაციებზე, მაგრამ რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამის არავითარი შანსი არ აქვს არცერთ ხელისუფლებას!
3 წლის უკან