ნათია თურნავა: მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს

ნათია თურნავა: მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს

უნგრეთი შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ სახელმწიფოთა შორის, საიდანაც ჩვენთან შესაძლოა, პირველი ვიზიტორები ჩამოვიდნენ. დღეს შევხვდი უნგრეთის ელჩს საქართველოში და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე არის მზადყოფნა ოფიციალურ დონეზე. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით, უნგრულმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.

ლაზი ისევ უცხოელების გონიერება თუ გვიშველის და არ ჩამოვლენ, თორემ სომხეთზე უარესი დაგვემართება. ას კაციანმა წვეულებამ 5000 ინფიცირება გამოიწვია და წარმოიდგინეთ რამდენი ას კაციანი წვეულებები იქნება რესტორნებში, თანაც კაცმა არ იცის სად ნამყოფი და საიდან ჩამოსული ხალხით.
ადგილობრივი ტურიზმი საერთოდ გაქრება, რადგან ხალხი იმპორტირებული კლასტერების შიშით გარეთ ვერ გამოვა.
გასაოცარია რატომ იგდებს ხელისუფლება თავს ასეთ შარში, კარსმომდგარი არჩევნების წინ?!
3 წლის უკან