ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებუილთა 67%-ი გამოჯანმრთელებულია

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებუილთა 67%-ი გამოჯანმრთელებულია

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 განმეორებითი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანები ეწერებიან კლინიკებიდან, პროტოკოლით ორჯერ უნდა გაკეთდეს ტესტი, გაწერიის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს.

„რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 %-ი მთლიანად ინფიცირებულებისა, რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.