ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი: ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი: ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა

ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა, - განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა.

„მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ როდის მოხდება მეორე ტალღა და რამდენად დიდი იქნება ის“, - აღნიშნა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

ანდრეა ამონის თქმით, ვირუსის მახასიათებლები ცხადყოფენ, რომ იგი ჩვენს გარშემოა.

„არ მინდა მძაფრი სურათი დავხატო, მაგრამ ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.