კელი დეგნანი პოლიტიკური ლიდერების შეწყალებაზე: პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა

კელი დეგნანი პოლიტიკური ლიდერების შეწყალებაზე: პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ონლაინ პრესკონფერენციის დროს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს შეეხო. დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დეპოლარიზაციისთვის გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩაივლის.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის განსამუხტად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო. მან ქვეყნის ინტერესები, პირად ინტერესებზე წინ დააყენა, ეს არის ნამდვილი ლიდერის ქცევა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი დაეხმარება, შეიქმნას პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა და ქვეყანამ უნდა შეძლოს და წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ, სანდო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებით“, - განაცხადა დეგნანმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.