კელი დეგნანი: რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს და 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს

კელი დეგნანი: რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს და 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს

აშშ-ის ელჩი საქართველოში ონლიან პრესკონფერენციას მართავს. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერად. მან მწუხარებამ გამოთქვა იმის გამო, რომ ოკუპაციის გამო მოქალაქეები სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.

„ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთობები. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს პარტნიორი და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. სწორედ ამ მიზნით, ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისთან იყო, რომლის ორგანიზება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ძალიან დამამწუხრებელი იყო ის, რაც ვიხილე. როდესაც ხედავ ოჯახებს, რომლებიც ოკუპაციის გამო არიან განცალკევებულად, ხედავ ადამიანებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, ხედავ ბავშვებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა დეგნანმა.