მეთორმეტეკლასელებისთვის წელს სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება

მეთორმეტეკლასელებისთვის წელს სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება

მეთორმეტეკლასელებისთვის წელს სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება, - ამის შესახებ Imedinews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.

ბოლო ზარი ყველა ადამიანში სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოგონებებს იწვევს, თუმცა, წელს პანდემიის გამო სკოლებში ბოლო ზარი არ იქნება. ბოლო ზარის დარეკვა ონლაინ რეჟიმში, ზუმის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

„იმედის დილამ“ ტელეკომპანიის ეზოში რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლე შეკრიბა და მათ სკოლის დამთავრება მიულოცა. როგორია მათთვის საოცნებო ბოლო ზარი და ექნებათ თუ არა საბანკეტო წვეულება, აბიტურიენტებმა ამის შესახებ „იმედის დილაში“ ისაუბრეს.