„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოში ვითარების გამოსწორებას შეთანხმების შესრულება, გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსის არსებითად გამოსწორება სჭირდება. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მეგობრები ამას იმეორებენ, მოულოდნელი არ არის.
„საქართველოს ყველა მეგობრის მიზანია, საქართველოში იყოს ბევრად უფრო ნორმალური ვითარება. ამას სჭირდება ეს ნაბიჯები: შეთანხმების შესრულება, გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები და დიახ, საარჩევნო კოდექსის არსებითად გამოსწორება, კონსესუსის და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე და ის, რომ საქართველოს მეგობრები ამას იმეორებენ, ეს მოულოდნელი ნამდვილად არ არის ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.