მაია ავლოხაშვილი: მაშინ მაინც დაფიქრდით , თქვენივე აქტიურობით შექმნილ ფიტულებს როგორ უდგამთ სულს სხეულში და გადაგყავთ მომავალ “ლეველებში”

მაია ავლოხაშვილი: მაშინ მაინც დაფიქრდით , თქვენივე აქტიურობით შექმნილ ფიტულებს როგორ უდგამთ სულს სხეულში და გადაგყავთ მომავალ “ლეველებში”

მაია ავლოხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ჯერ ხომ ცხარე ცრემლით აქვითინა  გ. კეკელიძემ ხალხი თავისი პოეზიით, მერე პროზაზე სულ გადაირია საქართველო- სადაც არ უნდა წასულიყვნენ, მხოლოდ მის წიგნთან ჩახუტებულები იღებდნენ ფოტოებს, სხვანაირად აზრი არ ჰქონდა ცხოვრებას... შეყვარებულთან პაემანზე, დასასვენებლად ზღვაზე და მთაში, დიასახლისები სამზარეულოში ჩიხირთმის კეთებისას, ბებიებიც კი საქართველოს შორეული კუთხეებიდან სამადლობელ წერილებს უგზავნიდნენ... ფბ აღტაცებული ხვდებოდა  ამ საყვარლობებს...ფემინისტები საერთოდ ვერ ამჩნევდნენ მაინცდამაინც “საქართველოს ლამაზები და მანანები” რატომ “შეძრა” ამ “უნიჭიერესი ბიჭის” შემოქმედებამ... კაცები მორცხვად წერდნენ სტატუსებს: არა კაი ტიპია, ვაკვირდები დიდი ხანია და...

და ის რომ... მალე განათლების მინისტრად რომ მოგევლინებათ თავისი ამქრით და საბოლოოდ გვეშველება,

მაშინ მაინც დაფიქრდით , თქვენივე აქტიურობით შექმნილ ფიტულებს როგორ უდგამთ სულს სხეულში და გადაგყავთ მომავალ “ლეველებში”.

მერე “გვეშველება რამე?”

პასუხი : არა!"

 

 

 

 

სერმინე რაო? განათლების მინისტრადო? ესღა გვაკლია. არასოდეს მომწონდა, მისი სტუდიებში ქუდით ჯდომა ე.წ. თავისუფლებია გამოხატულებად რომ აღიქმებოდა ბრიყვების მიერ. თუმცა დღევანდელი რეალობა მეტს არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?
4 წლის უკან