პრეზიდენტი: რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე მეც მძაფრი რეაქცია მექნებოდა

პრეზიდენტი: რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე მეც მძაფრი რეაქცია მექნებოდა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ წამოსული კრიტიკა მისთვის გასაგებია, თუმცა პრეზიდენტობა არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს.

„ეს არ არის ემოციური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ჩემთვის გასაგებია. ერთ ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, რომ მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე. მეც, ალბათ, ნაწილობრივად ამას ვერ გავიგებდი. პრეზიდენტობა არის არა კომფორტი, არამედ ასეთ პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როცა არ ელოდები, რომ საზოგადოება ამას დააფასებს. შეიძლება დააფასოს ან არა, მთავარია, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ვთვლი, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო ამ ქვეყნის დასამშვიდებლად. ახლა სხვებმა ამავე მიმართულებით უნდა გადადგან პასუხსაგები ნაბიჯები და დავინახავთ, ვინ არის ქვეყნისთვის, და ვინ - არეულობისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

Katana . ჰო და, მე - საქართველოს რიგით მოქალაქეს (სხვათა შორის, თქვენს მიერ მოქალაქეობააღდგენილს) - მაქვს მძაფრი რეაქცია!
არ უნდა გამოგეშვათ!..
ძალიან კარგად მესმის მოტივაცია - სალაპარაკო გამოაცალეთ, ვითომ... ვითომ იმიტომ, რომ, რომ მაგათ გულს ვერ მოიგებთ! - ხომ ხედავთ, ახლა რურუას გათავისუფლებას ითხოვენ; რურუაც რომ გაგეთავისუფლებინათ , მერე იტყოდნენ, სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას და ა.შ. უნდა მოუხსნათ ბრალდებებიო...
არ უნდა გამოგეშვათ, ქ-ნო სალომე!..
ვიცი, სკაბრეზი ძალიან უცხო არ არის თქვენთვის და ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: არ უნდა გამოგეშვათ და ვის რა ფეხებს მოსჭამდნენ, მაგასაც ვნახავდით!!! თორემ, ხომ ხედავთ, აქეთ გიგებენ ნიშნს: - რას ფხარკალებდით, ხომ გაგედოთ მაინცო! (ნიკა გვარამია).
4 წლის უკან