გიორგი ვოლსკი: მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები ჩვენი საზოგადოებაა

გიორგი ვოლსკი: მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები ჩვენი საზოგადოებაა

იყო განცხადებები, საკმაოდ მწვავე, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ იცის. ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომელიც ერთ ოჯახში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არავის უკვირს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში გაჟღერებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო დადებითი შეფასებებიც, თუმცა მიმდინარე მოვლენების მთავარი შემფასებელი ქართული საზოგადოებაა.

„იყო საპირისპირო განცხადებებიც, რომ შიდა საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, რომ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება. ერთგვაროვანი არ არის ევროპარლამენტი. მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს გამოწვევებსაც და იმ მიღწევებსაც, რომელიც საქართველოს გააჩნია. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, გადასალახი სირთულეები არსებობს, მუშაობაა საჭირო და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორად ვიქცევით. მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები ჩვენი საზოგადოებაა, რომელიც ოქტომბერში შეაფასებს რომელი განცხადება და ქმედებაა მართებული და სწორი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიში განიხილეს, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.

trampi ნატალის თმისა არ იყოს ესენი ისევ ჩვენი გადასარჩენები გახდნენ (გახდებიანო იძახოდა)....ეგრეა
სამართლის აღდენაზე და ამ კოლექტიურ მურუსიძეებზე ხალხის შეფასება ფეხებზე დაიკიდეს და ეხლა....... ხალხის შეაფასებსო....
სუ ევროპა--ამერიკის დაკრულზე რომ დადიოდით....რატო მაშინ არ გახსენდებოდათ, თქვენს ქმედებებზე ქართველი ხალხის შეფასება??? იმ ამერიკა ევროპამ თავზე რომ ბოლომდე გადაიჯვა, ეხლაღა გაგახსენდაათ ქართველი ხალხი შეფასებააა?? მიხვდით ხომ რომ თქვენი ქმედებების
მთავარი შემფასებელი მაინც ქართველი ხალხია და არა ის თქვენი ფანდარასტი ამერიკა--- ევროპა
.......... ხოოდა ქართველი ხალხი იმიტომაც გეძახით დებილებს -------მთელი 8 წელი იმ ტოტს ჭრიდით რომელზეც ისხედით ..
მოკლედ ღირსები ხაართ ეხლა რომ ქართველმა ხალხმა ხევში გადაგიძახოთ, მაგრამ უბედურება ისაა, ამით ისევ ჩვენ დავზარალდებით
ნაცების სიკვდილის ბრიგადებს, მაინც ისევ თქვენ აჯობებთ------სოფელში კაცი არ იყო და ვირი დააყენეს მამასახლისადო.....თქვენზეა გამოჭრილი
კაი სახრე წამალი იქნება თქვენთვის, წამალი
4 წლის უკან