„როცა ადამიანმა, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე ან ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსია, შეწყალება დაიმსახურა“

„როცა ადამიანმა, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე ან ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსია, შეწყალება დაიმსახურა“

„საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი, ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, ამით რაღაცა შეწყალება დაისმახურეს“,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილება ესმის.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი, ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაცა შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა“,- განაცხადა გახარიამ.

 

Maverick აი მიზეზი რატომ არ უნდათ აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში ქოცპარტოკრატებს და გაქუცულ "პოლიტპრ.ჭების ოპოზიციას" გიორგი გახარია!

გიორგი გახარიამ ნებისმიერი პარტიის გარეშე პირადად რომ წამოაყენოს არჩევნებში თავისი კანდიდატურა მის მიერ შერჩეულ გუნდთან ერთად, მოსახლეობისაგან ყველა პარტიაზე მეტ ხმებს მიიღებს!
4 წლის უკან
Katana . Maverick, მეც მგონია, რომ ბოლოსდაბოლოს იპოვა "ოცნებამ" ერთი კაცი, რომელსაც შეიძლება ანდო საქვეყნო საქმე და თან დარწმუნებული იყო, რომ აქეთ-იქეთ არ დაიწყებს ყურებას - ვის მოეწონება და ვის არა ჩემი საქციელიო!
4 წლის უკან