„მთავრობას აქვს იმის რესურსი, რომ მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური. მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა - ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მითუმეტეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან", - აღნიშნულის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.