მინდა შევაქო და ტაში დავუკრა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, თუ როგორ გაუმკლავდნენ კორონავირუსის ეპიდემიას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.
„ძალიან მოხარული ვარ საქართველოში განვითარებული უახლესი მოვლენებით. იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს და პარლამენტარებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, განვაგრძოთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა. მინდა შევაქო და ტაში დავუკრა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, თუ როგორ გაუმკლავდნენ კორონავირუსის ეპიდემიას. მათ კარგი სამუშაო შეასრულეს. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები საკონსტიტუციო ცვლილებების წარტმატებულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.