რა მოხდა რეალურად თბილისის აეროპორტში 16 მაისს, როდესაც სააკაშვილის დედა ჩამოფრინდა

რა მოხდა რეალურად თბილისის აეროპორტში 16 მაისს, როდესაც სააკაშვილის დედა ჩამოფრინდა

რა მოხდა რეალურად თბილისის აეროპორტში 16 მაისს, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ჩამოფრინდა, - ამ კითხვით imedinews-ი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, გიული ალასანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 მაისს ჩამოფრინდა და ისე გამოვიდა ბორტიდან, გაიარა თერმოსკრინინგი და ყველა სხვა პროცედურაც, რომ არც ცუდად ყოფნის შესახებ განუცხადებია და არც ექიმის დახმარება მოუთხოვია.

„მხოლოდ აეროპორტის დატოვებისას, როდესაც გაიგო, რომ მიდიოდა კახეთში კარანტინში, განაცხადა, რომ არის ცუდად, რის შემდეგაც პოლიციელის მიერ მიიღო სასწრაფო დახმარების გამოძახების შეთავაზება. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აეროპორტში გამოძახებიდან 20 წუთში მივიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალბატონს შესთავაზეს თბილისში საკარანტინე სასტუმროში გადაყვანა, თქვა, რომ აღარ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, გადაიხადა მადლობა და გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს უტა ივანიშვილთან დაკავშირებით, მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 13 მარტს, საქართველოში ჩამოვიდა რეისი, რომელმაც ჩამოიყვანა 46 მგზავრი, მათ შორის უტა ივანიშვილიც. აქედან, 10 ადამიანს იმ დროისთვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, მოთხოვნის და საცხოვრებელი ფართის გადამოწმების შემდეგ განესაზღვრა თვითიზოლაცია. 10 აპრილიდან კი, დაწესდა სავალდებულო 14-დღიანი იზოლაცია საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრზე. ამ პერიოდიდან დღემდე საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია დაახლოებით 20 000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 17 000 მოქალაქეს დაუმთავრდა კარანტინის ვადა, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი ახლა იმყოფება კარანტინში“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.