ანდრიუს კუბილიუსი:  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს

ანდრიუს კუბილიუსი:  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს

მივესალმები საქართველო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხების მიღწევაში ფასილიტატორი დიპლომატების როლს.

„მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ,“- აღნიშნა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ანდრიუს კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები სახით დიდი გამოწვევა აქვს.

„საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს,“- განაცხადა კუბილიუსმა.

Aburjga Tasmanieli ნეტავ ვინ მოგვამაგრა ეს სირთაოზი და რამდენს უხდიან ამ მავნებლობაში!
4 წლის უკან