“მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით...

“მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით..." - მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო თვითშეზღუდვები გააგრძელონ.

ექიმის თქმით, მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია თვითშეზღუდვების გაგრძელება.

„ნუ გავთამამდებით, მოსახლეობას მინდა მივმართო, შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. აკრძალვების და შეზღუდვების პერიოდში არსებული სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას ნუ ვეცდებით, მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი და აუცილებელ საქმეზე გავიდეთ. რამდენიმე დღეა ქუჩებში ხალხმრავლობა შეინიშნება, ეზოებში. გთხოვთ თავი შევიკავოთ აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და ასევე მაქსიმალურად შევიკავოთ თავი თავყრილობებისაგან. ჩვენი მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია, რომ თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.