ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს

ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის გამოცდა უკვე მოხდა პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.

„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“,-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.

Aburjga Tasmanieli მაგარია! მაგრები არიან ჩინელები! გონიერი ხალხია! მაგრამ ამდენი საუკუნე რატომ იყვნენ ჩაძინებულები საკითხავი აი ეს არის!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გუშინ აქ დავწერე და ახლა გავიმეორებ - ხსნა წამალშია და არა ვაქცინაში. მრტივ წამალში, რომელსაც იაფად იყიდი ნებისმიერ აფთიაქში, მაგალითად ისევე, როგორც შემცივნებისას ასპირინს, გრიპისას ტამიფლუს და ყურის ატკივებისას ოტიპაქსს... ვინმე ცდილობს დაყრუების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნას?! ატკივდა ადამიანს ყური, მივიდა კვალიფიციურ ექიმთან, იმანაც გასინჯა და დაუნიშნა მკურნალობა. მე ვფიქრობ ასეთივე რამე უნდა მოხდეს ამ ვირუსის შემთხვევაშიც. ვირუსი როგორც ცნობილია მარტივად მუტირებს და სავსებით მოსალოდნელია იმ 1-2 წელიწადში სანამ ვაქცინა შეიქმნება ვირუსმა ისეთი მუტაცია განიცადოს, რომ წლობით უამრავი მეცნიერის და მათთან გათანაბრებული პერსონალის შრომა, და მილიარდობით თანხა უსაგებლო გამოდგეს. მედიცინის მუშაკებო ნუთუ ამას ვერ ხვდებით?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თანაც წამალი უკვე არსებობს - ივერმექტინი. წამლების საერთაშორისო რეესტრშია პირველ ჯგუფში, ანუ ყველა ქვეყანაში დაშვებულია მისი განოყენება, უკუჩვენებები პრაქტიკულად არ აქვს და ამ კორონას 2-3 დღეში სპობს! + სისხლის გაწმენდა მავნე ორგანიზმებისა და დაზიანებული შემადგენელისგან ულტრაიისფერი სხივებით. აპარატი УФО. 2 თვეა აამას ვწერ ხან აქ ხან იქ! 1 ექიმი მაინც როგორ არ გამომეხმაურა ძალიან მიკვირს! თან ამ საქმეში ვიღაც დილეტანტი ხომ არა ვარ?!
4 წლის უკან