საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კარანტინში იმყოფება. – ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის დედა რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდა. სააკაშვილის ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას თბილისის აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა.
„დედაჩემი, როდესაც კიევიდან თბილისში დაბრუნდა, მოხდა ისე, რომ მას წნევა ჰქონდა მაღალი. აეროპორტში, როდესაც გამოვიდა, იყო ძალიან ცუდად, თქვა, რომ ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ამ დროს უთხრეს რომ მალე გაიარეთო.
დედაჩემი ისე ცუდად იყო ვეღარც ლაპარაკობდა, მე ვთხოვე პატრულის თანამშრომელზე მიეცა ყურმილი და მე დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან თქვა, რომ არ ჰქონდა უფლება ვინმეს დალაპარაკებოდა.
ვიცი იმ თანამშრომლის სახელი და გვარი და მინდა მივმართო: დედა გყავს საერთოდ?
შემდეგ დედაჩემს სასწრაფო დასჭირდა და 1 საათის განმავლობაში სასწრაფო არ მოსულა. ვეღარ წაიყვანეს კახეთში. ახლა ის თბილისში კარანტინში იმყოფება“.
რაც შეეხება მაგ საქაღ$თველოს მოქალაქე, ხანდაზმულ ქალბატონს სახელმწიფო მოუვლის.
რაც შეეხება მაგ საქართველოს მოქალაქე, ხანდაზმულ ქალბატონს სახელმწიფო მოუვლის.