გოგა ხაინდრავა: სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი

გოგა ხაინდრავა: სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი

ორი გვამი უნდოდათ და მიიღეს. მესამე გვამია მერაბიშვილი, არაფერში არ სჭირდება ოპოზიციას ისინი, რადგან ის მხოლოდ ტვირთი მათთვის, ისე როგორც უგულავა და ოქრუაშვილი - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უგულავა რომ ხაზინის ქურდია ეს იცის რიშმაც, კუბილიუსმაც და მთელმა საქართველომაც. გოგა ხაინდრავას განმარტებით, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ეს არის გაგრძელება იმ ქართული ისტორიის, როდესაც გარბოდნენ ირანში, რუსეთში თუ სხვაგან. ეს არ არის მათი სამშობლო. მათ ავიწყდებათ რომ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს და არა კუბილიუსი და გნებავთ რიში, რომელიც აშშ-ში მაღალი თანამდებობის პირია. მათი ქმედებების გარჩევა ჩვენი საქმე არ არის, მათ მათი ამომრჩეველი მოკითხავს პასუხს, ჩვენი საქმეა რომ ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ხალხთან გავარკვიოთ რა არის თეთრი და რა არის შავი“ - განაცხადა გოგო ხანიდრავამ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით ძალიან დიდი პრობლემა მოხსნა.

„ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.