გოგა ხაინდრავა: თავის დროზე ინტერპოლის მიერ ძებნილი ჟორიკა (გიორგი) რურუა, აშშ-მა გადმოსცა საქართველოს

გოგა ხაინდრავა: თავის დროზე ინტერპოლის მიერ ძებნილი ჟორიკა (გიორგი) რურუა, აშშ-მა გადმოსცა საქართველოს

თავის დროზე ინტერპოლის მიერ ძებნილი ჟორიკა (გიორგი) რურუა, აშშ-მა გადმოსცა საქართველოს - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი რურუა გატაცება-გამოძალვისა და მკვლელობის საქმეებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გადმოსცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს.

„იყო ორი საქმე, ერთი იყო, ასე ვთქვათ, გატაცება და გამოძალვა და მეორე საქმე ეხებოდა მკვლელობას, ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში. ამ საქმეებით გადმოსცეს ის საქართველოს. როგორ გგონიათ, საქართველოში ვიცით, რას წარმოადგენს ჟორიკა (გიორგი) რურუა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ, ან სხვა დაზვერვამ არ იცის?! ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, დღეს მსოფლიოში დემოკრატიას ასეთი სახე აქვს და დემოკრატიის ასეთი სახადი გვაქვს, რადგან ამის ალტერნატივა არის ავტორიტარიზმი, ეს ორი სისტემა არსებობს და არც ერთია კარგი“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.