„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც, ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, არის ეუთო/ოდირის შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა არის ძალიან დაბალი", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარემ ოპოზიციის მხრიდან კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ.
„რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი ლაპარაკი, რასაკვირველია, მეათე ხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მისაქცევადაა გამოყენებული", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.