ლევან რატიანი: შეიძლება ადამიანები ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები 

ლევან რატიანი: შეიძლება ადამიანები ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები 

სანამ ვაქცინა შეიქმნება ეს დაავადება სამყაროში მეტნაკლებად იქნება, ოღონდ შეზღუდულად, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, თუმცა დროთა განმავლობაში ვირუსის მიმართ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ.

„როდესაც გაჩნდა სამყარო, გაჩნდა მაკროორგანიზემბი. კლასიფიკატორების მიხედვით, ეს ვირუსები, რომლებიც არაცოცხალ ბუნების ნაწილსაც ვეძახით, ადამიანთან ერთად გაჩნდა, ანუ სულ არსებობდა.

ადამიანებს მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება ამ ვირუსთან ერთად, მაგრამ ერთი პრინციპით, რომ ვირუსი დაკარგავს იმ ვირულენტობას, რომელიც მას გააჩნია“, – ამბობს ლევან რატიანი.

რატიანის თქმით, რაც უფრო ახალი გარემო ექმნება ვირუსს, მით უფრო აგრესიულად გვევლინება სამყაროში.

„დგება მომენტი, როდესაც ის თავის ბიოლოგიურ აგრესიულ ბუნებას შეარბილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. იმუნიტეტის გამომუშავების შემთხვევაში, შეიძლება ბანალურად განვითარდეს მოვლენები და შეიძლება კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს, ისე გადალახოს ამ ვირუსით ინფიცირება.

მინდა გითხრათ, რომ ინფექციური დაავადებები სხვა დაავადებებისგან განსხვავდება იმით, რომ შეიძლება ადამიანები ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები.

სწორედ ასეთი რამ შეიძლება მოგვევლინოს ახლო პერიოდში – ვიყოთ ადამიანები დაავადებულები, მაგრამ არ ვავლენდეთ დაავადებით მდგომარეობას“, – განაცხადა ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში