გიგი უგულავა: ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი

გიგი უგულავა: ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი

ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარების ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.

„მე მაღალი ალბათობით ვიქნები, მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ამიტომ მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, კონსულტაციები უნდა გავიაროთ სხვა პარტიებთან. ეს 30 მაჟორიტარი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კომპრომისი, რომ, კარგი, დაიტოვე ეს 30, მაგრამ მაინც მოგიგებთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, იყოს კოორდინაცია, არ გაიყოს ოპოზიციის ხმები. სხვა შემთხვევაში, ვერაგულად, მამაცურად, მაგრამ დამარცხდები“,- განაცხადა უგულავამ.