ირაკლი სესიაშვილი: ნათელაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ხმა რომც მისცეს ხალხმა ,,ქართულ ოცნებას

ირაკლი სესიაშვილი: ნათელაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ხმა რომც მისცეს ხალხმა ,,ქართულ ოცნებას", მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა

,,მეც რომ არ ვიყო მმართველ პარტიაში და გარედან ვაკვირდებოდე მოვლენებს, შეიძლება მეც ვიფიქრო, რომ მართლაც შეთანხმების ნაწილი იყო უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლება ან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი. თუმცა, რამდენადაც მე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვარ, გპასუხობთ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება არ ყოფილა. ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პრეზიდენტმა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან თავად ახსნა რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და მიზეზი და ძირითადი აქცენტები გააკეთა სწორედ პოლარიზაციის შემცირებაზე",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ამასთან, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ოპოზიციის რეალური მიზნები და დამოკიდებულებები. ირაკლი სესიაშვილის თქმით, შეთანხმება იყო წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება.

„რაც შეეხება შეთანხმებას. შეთანხმება არის წერილობითი და ამ შეთანხმებაში წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლარიზება. ზეპირ შეთანხმებაზე ღიად არავის განუცხადებია, მოდერატორებს, რომ პირდაპირი ნათქვამი რამე მსგავსი იყო. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამას საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებში მოყვა ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება და მინდა გითხრათ, რომ მე ამ შეფასებებს ვუერთდები, მაგრამ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ოპოზიციასთან, რომელსაც აქვს სხვა მიზნები, არა პირდაპირი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებაში, არამედ მიზნები აქვს არჩევნების შემდგომ პერიოდთან და გუშინ, შალვა ნათელაშვილმა, რომლის ოფისშიც ახლა სრულიად ოპოზიციაა შეკრებილი, ღიად განაცხადა, არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, ხალხმა ხმა რომ მისცეს „ქართულ ოცნებას", მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა. ჩვენი „ქართული ოცნების" ამოცანა, რომ რაც შეიძლება დაბალი პოლარიზაციით, მშვიდ ვითარებაში მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს უმრავლესობაში პარლამენტში",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli დააპატიმრეთ მერე, რას ელოდებით?! ეს ხომ პოლიტიკოსის მიერ სახელმწიფოს მიმართ მომავალი დესტრუქციული, დანაშაულებრივი ქმედების დეკლარირებაა??!! რა მოგივიდათ, სანამ უნდა აპამპულაოს ამ პამპულამ ეს გაუბედურებული ქვეყანა?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ორი პოლიტიკური პარტია (სინამდვილეში ორი სექტა) ხალხის ზურგს უკან საიდუმლოდ გაურიგდა ერთმანეთს და გარკვეული მანჭვა გრეხის შემდეგ (დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა) პრეზიდენტი იძულებული გახდა შეესრულებინა ამ ნაძირალა სექტანტების საიდუმლო გარიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსადმი აშკარად მტრული ძალები დასავლეთიდან ღიად-საჯაროდ გვემუქრებოდნენ, რომ გადაწყვეტილება რაღაც გროშების გამოყოფაზე, რომელიც თითქოს გამოგვიყვეს, კოვიდით დაზიანებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად (???) გადაიხედებოდა თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებდა მძიმე, კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულ და გასმართლებულ 2 პირს, და 1 გაუსამართლებელ, მაგრამ ბრალდებულ განგსტერს! ასეთია მოკლე შინაარსი ამ ამბისა. ეს არის იმ სისტემური მოვლენის 1 კერძო, ოღონ ძალიან ცხადი გამოვლინება, რომელსაც გამუდმებით გენერირებს ე.წ. დემოკრატია, თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია! როგორც ვიცით დემოკრატიის არსებობის აუცილებელი ნაწილია პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება! ბოლო 32-35 წლის მანძილზე საქართველოში ჯერ იატაკქვეშეთიდან, შემდეგ კი ლეგალურად მომქმედი პოლიტიკური პარტიები თავიანთი მოქმედებით არიან ისეთი საშინელი მოვლენების გენერაციის წყარო როგორებიცაა: სამოქლაქო ომი, სამშობლოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის გაჩანაგება, რაიონების, სოფლების დაცლა, დემოგრაფიულ- ემიგრაციული კრიზისი, ქართული ენის დაკნინება დამრცობა, იერიში მართლმადიდებლურ მრწამსსზე, ერისათვის ყალბი არაქრისტიანული (ლგბტ და სხვა) იდეოლოგიის თავს მოხვევა, სიწმინდეების, ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა.... და კიდევ მრავალი სხვა, რომელი ერთი მოვთვალო?! კიდევ რა უნდა მოხდეს, როდის უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ ბოროტების სათავე საერთოდ პოლიტიკური პარტიების არსებობაშია! ყველაფერ ამ უმსგავსობას ცხადია, ყველა ხედავს, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური პარტიების არსებობა ისეთ აქსიომად განიხილება, რომელიც ევკლიდეს მე-5 პოსულატზე მყარად დგას რიგითი მოქალაქის ფსიქიკაში! შეიძლება ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო აღარც კი იყოს, მაგრამ პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდნენ! ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ამიტომ სათავეშივე უნდა მოხდეს პრობლემის აღმფხვრა - პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდა დაწესდეს მინიმუმ 25 წლიანი მორატორიუმი. პარლამენტის პროპორციული არჩევნებიც შესაბამისად უნდა გაუქმდეს. სრული ძალაუფლება პრეზიდენტს. მთავრობა არჩევითი! ...
5 წლის უკან