ჩინეთი ისრაელში ელჩის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამომძიებელთა ჯგუფს გაგზავნის

ჩინეთი ისრაელში ელჩის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამომძიებელთა ჯგუფს გაგზავნის

ჩინეთი ისრაელში ელჩის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამომძიებელთა ჯგუფს გაგზავნის. ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი წერს.

საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შეთანხმების მიხედვით კარანტინის გავლა არ მოუწევს, ცხედრის სამშობლოში გადასვენებაზე იზრუნებს, შიდა გამოძიებას ჩაატარებს და კოორდინირებას გაუწევს საელჩოს მუშაობას.

ისრაელში ჩინეთის ელჩი დუ ვეი გარდაცვლილი 17 მაისს იპოვეს. სასწრაფო დახმარების ექიმების დასკვნით, 58 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩის პოსტზე თებერვლიდან მუშაობდა.